საბერძნეთში, ღალაცის „საშობაო სოფელში“ საქართველო წარდგება
საბერძნეთში, ღალაცის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და იუნესკოს კლუბის ჩართულობით, ღალაცის „საშობაო სოფელში“ (მისამართი: პაპაფლესას 27) 2022 წლის 6 იანვრამდე იმართება საშობაო ბაზრობა.
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს თხოვნის საფუძველზე, ორგანიზატორებმა საქართველოსთვის უსასყიდლოდ გამოყვეს ერთი ჯიხური. საელჩო სთავაზობს დაინტერესებულ დიასპორულ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ სადღესასწაულო ღონისძიებებში. მსურველებს შეუძლიათ გამოფინონ და გაყიდონ სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გამართონ წარმოდგენები, რესტორნებმა და თონეებმა გაყიდონ საკუთარი ნაწარმი.
საელჩო მსურველებს მოუწოდებს დროულად მოხდეს დაკავშირება- მონაწილეობა უფასოა. ბაზრობა ტარდება არსებული კოვიდ-რეგულაციების დაცვით