7-14 ნოემბერს შალვა ქიქოძის სახელობის კარიკატურის ფესტივალი გაიმართება

7-14 ნოემბერს, პროექტ „ქართული კარიკატურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, შალვა ქიქოძის სახელობის კარიკატურის ფესტივალი გაიმართება. პროექტი ერთკვირიან ვორკშოპსა და გამოფენის მოწყობას გულისხმობს.

ვორკშოპს მხატვარ-კარიკატურისტები ზაალ სულაკაური და ნიკა კემულარია გაუძღვებიან.

კონკურსი ტარდება პროექტ „ქართული კარიკატურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ააიპ ART&SOCETY მიერ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები