მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგში პუატიეს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგში საფრანგეთში დასრულებული პუატიეს ტურნირის გამარჯვებულია.

მარიამი და მისი მეწყვილე, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სამანტა მიურეი ფინალში ფრანგულ წყვილს ელბი/ჟანჟანს შეხვდნენ და მეტოქეები ორ სეტში ანგარიშით 7:6 6:0 დაამარცხეს.

ბოლქვაძემ პუატიეს ტურნირზე ერთეულთა თანრიგშიც ითამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ მეოთხედფინალში დამარცხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები