ათენში ქართველი მწერლის მადონა ჯავახიშვილის წიგნის თეატრალიზირებული პრეზენტაცია მოეწყო

საბერძნეთში, ათენში ქართველი მწერლის მადონა ჯავახიშვილის წიგნის “ბორიენი”-ის თეატრალიზირებული პრეზენტაცია მოეწყო.

მადონა ჯავახიშვილს, როგორც პოეტს უკვე კარგად იცნობს საზოგადოება, ახალი წიგნი კი პროზას წარმოადგენს და მკითხველი მწერალს ახალი კუთხით გაიცნობს. ემიგრანტი ქალბატონი მწერალთა კავშირის წევრია, ის 18 წელია საბერძნეთში ცხოვრობს. “ბორიენამდე“ ემიგრაციაში ორი პოეტური კრებული გამოუშვა.

შთამბეჭდავი აღმოჩნდა ათენში გამართული პრეზენტაციის თეატრალიზებული წარმოდგენა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ნიჭიერ ახალგაზრდა თაობის გუნდს ათენში “georgian gen”- ს მიუძღვის.

,,წიგნის თითქმის ორი წელი ვწერდი. მისი შექმნის იდეა ეკუთვნის ჩემს ქალიშვილს თათია ჩხაიძეს, რომელმაც ნახა ვიდეო (დოკუმენტური) დაკარგული მატარებლის შესახებ. პირველად წიგნის პრეზენტაცია ივლისში ჩატარდა თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში. ახლა  კი ათენში, სადაც უკვე მეთვრამეტე წელია ვცხოვრობ.

ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა მოწვეულ სტუმრებში. პრეზენტაცია იყო თეატრალიზებული, მალე მაყურებელი საღამოს სრულ ვიდეო ვერსიასაც იხილავს. დიდი მადლობა თეატრს ალექსანდრიაში ,,Georgian gen” – განაცხადა ,,ქართულ კვირასთან” მადონა ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები