საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ონლაინ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონია

2021 წლის 13-14 ოქტომბერს, 31 ქვეყნის 43 მსჯავრდებულმა გუნდმა  მსჯავრდებულთა პირველ ონლაინ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. „ჭადრაკი მშვიდობისთვის“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა.

ჩემპიონატში მონაწილე 43 გუნდიდან  5 ქალთა და 3 არასრულწლოვანთა გუნდი გახლდათ, საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა შიდა ტურნირებისა და ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპები სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა სრულად დააფინანსა. ასევე, პრიზიორებისათვის, ფონდს დაწესებული აქვს სპეციალური ჯილდოები.

აღსანიშნავია, რომ ფონდის დაფინანსებით ჭადრაკის ინვენტარით აღიჭურვა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები