ათენში ქართული დიასპორის დღეები გაიმართება

საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, „ქართული დიასპორის დღეები ათენში“  18-22 ნოემბერს გაიმართება.

პროექტი განკუთვნილია ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი მოზარდებისთვის, დიასპორული ორგანიზაციებისთვისა და დიასპორის წარმომადგენლებისთვის. პროექტის ორგანიზატორია ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრი, ხოლო პროექტს გენერალურ პარტნიორობას გაუწევენ: ათენის კულტურის ცენტრი „კავკასია“ და ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“.

კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ემიგრაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოზარდების მიერ შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა საქართველოს საელჩოში;
  • „ქართული კულტურა და ევროპული ღირებულებები“ – ათენის ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტის ავთანდილ მიქაბერიძის და ელინისტის, თათია მთვარელიძის ლექცია-სემინარი;
  • კალიგრაფიული მასტერკლასები;
  • ათენის ღირშესანიშნაობების მიმოხილვითი ექსკურსიები;
  • საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული კონკურსის “მეცნიერება საზღვრებს გარეშე” გამარჯვებულების გამოვლენა და მონაწილეთა დაჯილდოება.

„ქართული დიასპორის დღეები ათენში“ – საერთაშორისო პროექტში აქტიურად არიან ჩართულები დიასპორული ორგანიზაციის და დიასპორის წარმომადგენლები ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ჰოლანდიიდან და გერმანიიდან. პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის“ მხარდაჭერით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან/და პროექტში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში  – info@diaspora.edu.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები