ამერიკაში ქართული კულტურის ცენტრი Columbus Day-ს აღლუმში ჩაერთო
ყოველი წლის ოქტომრის თვის მეორე ორშაბათს ამერიკის შეერთებულ შტატებში Columbus Day აღინიშნება, ღონისძიებასთან დაკავშირებით, 9 ოქტომბერს ბრუკლინში აღლუმი გაიმართა.
აღლუმში მონაწილეობა მიიღო ამერიკაში არსებულმა ქართული კულტურის ცენტრმა “ფესვები”. მონაწილეებმა ქართული შეძახილებითა და ცეკვებით ჩაიარეს მეთვრამეტე ავენიუ. ქუჩებში “მათ ბევრი ჩვენი თანამოძმე ოვაციებით ხვდებოდა, მიხარია რომ იტალიური და ჩინური სათვისტომოების გვერდით ჩვენც, ქართველებმაც გამოვხატეთ ჩვენი თვითმყოფადობა“ წერს ღონისძიების ორგანიზატორი ეკა ესებუა სოციალურ ქსელში.
კოლუმბის დღის, როგორც დღესასწაულის აღნიშვნა 1886 წელს, ნიუ-იორკში დაიწყო.