ბერლინში, გალერეა Mutter Fourage – ში ქართული საღამო გაიმართება

9 ოქტომბერს ბერლინში, გალერეა Mutter Fourage – ში ქართული საღამო გაიმართება. პოეზია და ფოტოჩვენება – ბელა Ჩეკურიშვილისა და ვოლფგანგ კორალისგან. ბელა ჩეკურიშვილი  ქართველი პოეტი და პროზაიკოსი, ჟურნალისტი და გერმანისტია. მისი ლექსები ნათარგმნია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებზე. პირველად გერმანიაში მისი ლექსები 2015 წელს დაიბეჭდა, ანთოლოგიაში „შორიდან – ახალი ქართული პოეზია“.

გერმანელი ფოტოხელოვანი ვოლფგანგ კორალი თავდაპირველად 90-იან წლებში სტუმრობდა საქართველოს, კერძოდ კი სვანეთს და ამ მოგზაურობის ამსახველ კადრებს ფოტოფირზე აღბეჭდავდა. სვანეთში გადაღებული ფოტოები ის მასალა იყო, რითაც იგი 80-იანი წლების ბოლოს ბერლინის ხელოვანთა კავშირის კომისიამ  წევრად მიიღო. ახალი სერია  კი საქართველოზე გაჩნდა 2008 წელს პროექტში „შეხვედრა ფიროსმანთან II” მონაწილეობისას, რომლის დროსაც დაიგეგმა ორი ფოტო მოგზაურობა საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი, ხევი, კახეთი, რაჭა, ლეჩხუმი, იმერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, თრიალეთი, ქართლი, თბილისი)

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები