სან ფრანცისკოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
6 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, სან-ფრანცისკოში, Wines Georgia-ს ორგანიზებით,ქართული წარმოების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოდგენდა აშშ-ში ქართული ღვინის შესახებ უნიკალური ისტორიის ინფორმაციის მიწოდება და ცნობადობის ამაღლება.
დეგუსტაციას 8 ღვინის იმპორტიორი კომპანია უძღვებოდა რომლებმაც ღვინის ინდუსტრიაში ამერიკელ იმპორტიორებსა და ექსპერტებს 150-მდე ქართული ღვინის სახეობა წარუდგინეს. გენერალურმა კონსულმა, ლევან ბერიძემ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია ქართული ღვინის მრავალფეროვნებისა და უძველესი ტრადიციების შესახებ და მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. დეგუსტაციის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის შესახებ ვიდეო რგოლების ჩვენება. ღონისძიებას 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.