ციურიხში ქართული კულტურის ფესტივალი მიმდინარეობს
1-10 ოქტომბერს ქალაქ ციურიხში ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული ფესტივალი “ხიდი: ციურიხი – თბილისი” გაიმართება. ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას, თანამშრომლობის ქსელის შექმნასა და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას.
ფესტივალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ასოციაცია „ქართული კულტურის პლატფორმის” პრეზიდენტი ელენე ჩეჩელაშვილი.
ფესტივალი მწერალთა სახლის, ეროვნული კინოცენტრისა და შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება, ფესტივალის პროგრამა მოიცავს ლიტერატურის, მუსიკის, კინოსა და არქიტექტურის ჟანრებს.
სამომავლოდ თბილისში განხორციელდება ფესტივალი ”ხიდი: ციურიხი – თბილისი” სარკისებრი პროგრამით.