თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო საკუთარი სტენდით იქნება წარმოდგენილი

29 სექტემბერს, საქართველოს ელჩი  საბერძნეთში დავით დონდუა  საბერძნეთის კულტურის ფონდის (Hellenic Foundation for Culture) პრეზიდენტს, ნიკოს კუკისს შეხვდა. შეხვედრის  მიზანს  თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის დეტალების განხილვა წარმოადგენდა.  კულტურის ფონდმა, რომელიც წიგნის ბაზრობის კოორდინატორია, მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს საელჩოს.

საქართველოს საელჩო მწერალთა სახლისა და პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“ მხარდაჭერით 25-28 ნოემბერს, თესალონიკში, წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სტენდით იქნება წარმოდგენილი.

თესალონიკის წიგნის ბაზრობა ემსახურება ლიტერატურის პოპულარიზაციას, ახალი კონტაქტების დამყარებას, საგამომცემლო და მთარგმნელობითი სექტორის განვითარების ხელშეწყობას. ბაზრობაზე ყოველწლიურად წარმოდგენილია როგორც ბერძნული, ასევე უცხოური გამომცემლობები, საელჩოები, ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები