გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პრემია “ერთობის იდეა” მწერალ ლადო ფოჩხუას გადაეცა
ერთი წლის წინ, 3 ოქტომბერს, გერმანიის საელჩომ საქართველოს ლიტერატურულ ინიციატივასთან ერთად ლიტერატურული პრემია „ერთობის იდეა“ დააწესა.
ეს პრემია გადაეცემა ავტორს 2019-2021 წლებში გამოცემული საუკეთესო ნაწარმოებისათვის, რომელშიც განიხილება ადამიანებს შორის ხელოვნური საზღვრებისა და ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის თემები. ნაწარმოებში განხილული უნდა იყოს ერთობისა და ტოლერანტობის იდეები და ასევე საკითხი, თუ როგორ შეიძლება ადამინების შეგნებასა თუ საზოგადოებებში არსებული გამყოფი „კედლების“ დამსხვრევა.
2021 წლის 29 სექტემბერს გამოცხადდა გამარჯვებული, რომელიც ავტორიტეტულმა ჟიურიმ მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებიდან, ხოლო საბოლოოდ სამი ნაწარმოებისაგან შემდგარი მოკლე სიიდან აარჩია.
ლიტერატურული პრემიის მოკლე სია ასეთი გახლდათ:
- ნინო სადღობელაშვილი, „დაბადების დღე“, ინტელექტი, 2021
- ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“,ინტელექტი, 2020
- ლადო ფოჩხუა, „ენიკი ბენიკი“, ინდიგო, 2020
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პრემია “ერთობის იდეა” მწერალ ლადო ფოჩხუას გადაეცა რომანისთვის “ენიკი ბენიკი” (გამომცემლობა ინდიგო 2020).