ინფორმაციული ბლოგი პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის

თუ თქვენ გადაწყვიტეთ პოლონეთის მოქალაქეზე ქორწინება – გაითვალისწინეთ:

პოლონეთში ქორწინების ორი გზა არსებობს:

  1. სამოქალაქო ქორწინება;
  2. ჯვრისწერა.

სამოქალაქო ქორწინებისთვის საჭირო საბუთებია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობები;
  • დაბადების მოწმობების ასლები;
  • განქორწინების დამადასტურებელი მოწმობა (თუ რომელიმე პირი იმყოფებოდა ქორწინებაში);
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დამატებით უნდა წარადგინონ ქორწინების დასაშვები ცნობა წარმოშობის ქვეყნიდან პოლონურ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად;
  • ქორწინების რეგისტრაციის საფასურის გადახდის ქვითარი;

ჯვრისწერისათვის საჭირო საბუთებია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობები;
  • დაბადების მოწმობების ასლები;
  • განქორწინების დამადასტურებელი მოწმობა (თუ რომელიმე პირი იმყოფებოდა ქორწინებაში);
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დამატებით უნდა წარადგინონ ქორწინების დასაშვებo ცნობა წარმოშობის ქვეყნიდან პოლონურ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად;
  • წერილობითი გარანტია, რომ არ არსებობს ქორწინების ხელისშემშლელი გარემოებები;
  • ქორწინების რეგისტრაციის საფასურის გადახდის ქვითარი;

“გახსოვდეთ, რომ  ყველა დოკუმენტი, რომელიც არის ქართული ენაზე უნდა იყოს გადათარგმნილი  პოლონურ ენაზე ნაფიცი თარჯიმნის მიერ.

გახსოვდეთ, რომ თან უნდა იქონიოთ ორიგინალი და პოლონურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტები.“ – ნათქვამია ინფორმაციულ ბლოგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები