პირველი მედალი ფინეთიდან – არჩილ მალაყმაძემ ატაცის ვერცხლის მედალი მოიპოვა
ფინეთში მიმდინარე U20 და U23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ ატაცში 133/136 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
არჩილ მალაყმაძემ აკვრაში 154/161 კგ. დაძლია და მე-5 საფეხურზე დადგა, იგივე პოზიცია დაიკავა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 297 კილოგრამითაც.