22 სექტემბერს ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღე აღინიშნა

2019 წელს ნიუ-იორკში გრანდიოზულად ჩატარდა პირველი ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღე და მას შემდეგ, პანდემიის მიუხედავად ტრადიცია არ დარღვეულა. ქალბატონი დიანა ბაგრატიონის იდეითა და ძალისხმევით ხორციელდება აღნიშნული პროექტი და ყოველწლიურად საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნება.

„მე, როგორც დიანა ბაგრატიონის ფონდის პრეზიდენტს ყოველთვის მქონდა სურვილი რაღაც გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ერისთვის, ჩემი ხალხისთვის,  რაც სამუდამოდ დარჩებოდა ისტორიაში, აი ასე ჩაეყარა შორეულ ამერიკაში საქართველოს და ამერიკის დღეებს საფუძველი“- აღნიშნა დიანა ბაგრატიონმა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

წელსაც, 22 სექტემბერს, პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ გაიმართა ქართულ – ამერიკული მემკვიდრეობის დღის ღონისძიება, რომელშიც ქართველი და ამერიკელი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები