ბარსელონაში „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო დაიწყო

ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ ქართულ საკვირაო სკოლაში 2021-2022 ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, ბარსელონაში ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს 15 წლიანი არსებობის მანძილზე პირველად გაიმართა რთველი, რომელიც ქართული ხალხური სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა, სადაც სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ასევე გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა.

„გენერალური საკონსულო მადლიერებას გამოხატავს არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი და „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მიმართ, აღნიშნული საკვირაო სკოლა ყველაზე მრავალრიცხოვანია დღეის მდგომარეობით საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებიდან, სადაც ფუნქციონირებს შერეული სწავლების სისტემა, როგორც ფიზიკური დასწრების ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, რაც შესაძლებლობას იძლევა გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე აღსაზრდელები ჩაერთონ სასწავლო პროცესში.“ – ნათქვამია ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები