ქართველი რეჟისორის სპექტაკლი მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრში
ქართველი რეჟისორი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი სპექტაკლს ბელარუსში დგამს. “ბელადის გატაცება” – ასე ჰქვია სპექტაკლს (ო’ჰენრის “წითელკანიანთა ბელადის” მიხედვით), რომლის პრემიერას ბელარუსი მაყურებელი 9 სექტემბერს, მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე იხილავს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დიმიტრი ხვთისიაშვილი მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობს. რეჟისორმა ორი წლის წინ ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“ დადგა. ეს სპექტაკლი ჩვენმა მაყურებელმა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იხილა.
როგორც დიმიტრი ხვთისიაშვილმა „ქართულ კვირასთან“ საუბარში განაცხადა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიმდინარე სეზონზე არაერთი კოპროდუქცია იგეგმება.