ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება
ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება და ერთთვიანი პაუზის შემდეგ, თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის მიუხედავად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარია ჩვენი ქვეყნისთვის და მისასალმებელია, რომ ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია Isr Air -ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება, რაც დადებითად აისახება როგორც ტურიზმის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებაზე და დასაქმებაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიაკომპანია თელ-ავივი–ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს სექტემბერში შეასრულებს.