ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 8 აგვისტოს, ლონდონის დროით 04:00 საათზე, საქართველო გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო მიმოსვლის ე. წ. „წითელ სიაში“ გადავა.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფლობენ ბრიტანეთში ბინადრობის უფლებებს.

„ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის დღეისათვის მოქმედი რეჟიმის თანახმად, ბოლო 10 დღის განმავლობაში „წითელ სიაში“ შემავალ ქვეყანაში ყოფნის ისტორიის შემთხვევაში, ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ მხოლოდ ბრიტანეთისა და ირლანდიის მოქალაქეებსა და იმ პირებს, ვინც ფლობს გაერთიანებულ სამეფოში ბინადრობის უფლებებს.

„წითელი სიის“ რეჟიმის თანახმად, სავალდებულოა:

  • უშუალოდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
  • 10-დღიანი კარანტინის გავლის სასტუმროსა და კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს ტესტირების წინასწარ დაჯავშნა საკუთარი ხარჯებით;
  • მგზავრის ადგილსამყოფელის შესახებ ფორმის წინასწარ შევსება.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები