ბრუკლინში ბავშვთა ქართული თეატრის სპექტაკლის პრემიერა შედგა

11 ივნისს, ნიუ – იორკში, ბრუკლინის ქართული კულტურის ცენტრის Dancing Crane Company- ს დარბაზში, ბავშვთა ქართული თეატრის სპექტაკლის – „რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერა შედგა.

ეს სპექტაკლი ბავშვთა   დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, სადაც თითქმის ყველა ასაკის ბავშვი მონაწილეობს – 3 წლიდან 12 წლის ჩათვლით, ასევე  მონაწილეობენ საბალეტო სტუდიის პატარა ბალერინები.

დასმა, პანდემიის გამო, მხოლოდ სამი თვეა რაც სპექტაკლის დადგმა დაიწყო, მაგრამ მაინც შეძლეს ამ დღისთვის მისი დადგმა. ვინაიდან,  კოვიდის  გამო თეატრები ნოემბრამდე ისევ დახურულია, ამიტომ პირველი სპექტაკლი ქართული კულტურის ცენტრ Dancing Crane- ის  დარბაზში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები