დიასპორების ახალგაზრდული ალიანსი საქართველოსთვის
საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მშვიდობის მშენებლობისა და შერიგების პროცესებში მათი აქტიური ჩართულობისთვის და კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების განვითარების ხელშეწყობისთვის, ფონდის პრეზიდენტის თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით, შეიქმნა ფონდის, დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის ახალგაზრდული მიმართულება Youth Diaspora Alliance For Georgia – დიასპორების ახალგაზრდული ალიანსი საქართველოსთვის.
ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ნინო გოგოხიაა.
“როგორ შეიძლება გახდე დიასპორების ახალგაზრდული ალიანსის დიდი ოჯახის წევრი მარტივად გიპასუხებთ:
- თუ ხარ ახალგაზრდა და მიზანდასახული;
- თუ ხარ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი;
- თუ ცხოვრობ ან მოღვაწეობ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
- თუ ხარ დაინტერესებული დიასპორებთან დაკავშირებული საკითხებით.
მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და შემოგვიერთდი! ერთად გავხდეთ ის ცვლილება, რომელსაც გვინდა რომ ვხედავდეთ!” – ნათქვამია “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” განცხადებაში.