საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები ნიცაში მცხოვრებ მოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ 

11 ივნისს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლების ქალაქ ნიცაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე გაეწევათ სხვადასხვა საკონსულო მომსახურება.

კერძოდ, მოქალაქეებს შეეძლებათ შემდეგი მომსახურებების მიღება: 1. პასპორტი/პირადობა; 2. პირადი ნომრის მინიჭება; 3. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა; 4. სამოქალაქო აქტების განმეორებითი მოწმობები (დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, სახელის და/ან გვარის შეცვლის); 5. ცნობები (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ, ორთოგრაფიის დამოწმება, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, ცნობა მართვის მოწმობის შესახებ, ცნობა პენსიის შესახებ, Certificat de coutume); 6. დოკუმენტის თარგმანი და დამოწმება; 7. საქართველოს მოქალაქეობის საკითხები (საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, მოქალაქეობის დადგენა, მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება).

მოქალაქეთა მიღება იწარმოებს, ცოცხალი რიგით, ადგილობრივი დროით 10:00-14:00 სთ., შემდეგ მისამართზე: 19 Avenue François Mitterrand, 06300 Nice. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ქვემოთ მოცემულ ბმულს:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები