ბერნში წმ. ნინოს სახელობის სამრევლო დაარსდა

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩის ბატონი რევაზ ლომინაძის ინიციატივით, ბერნში წმ. ნინოს სახელობის სამრევლო დაარსდა.

პირველი ღვთისმსახურება 26 მაისს, ფლორენციის(იტალია),  ასევე ჟენევის და ლოზანას (შვეიცარია)  სამრევლოების წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანდრიამ (ლაცაბიძე) ჩაატარა ბერნსა და სრულიად ბერნის კანტონში.

ახალ დაარსებულ სამრევლოში მსახურება თვეში ერთხელ ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები