ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მსოფლიოს ქართველთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი სტუმრობდა
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მსოფლიოს ქართველთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობდა.
მათ დაათვალიერეს ცენტრის ებრაული ხელნაწერებისა და ძველი ნაბეჭდი წიგნების კოლექცია, მათ შორის, ლაილაშის ბიბლია, თორები, XVI -ში სალონიკსა და მადრიდში გამოცემული ბიბლიის ტექსტები, საქართველოში მოღვაწე რაბინთა საქმიანობის ამსახველი წერილები და სხვ.
„შეხვედრა უაღრესად საინტერესო და ნაყოფიერი იყო როგორც სტუმრებისთვის, ისე ცენტრის თანამშრომელთათვის.
ხელნაწერების დათვალიერებისას გამოითქვა არაერთი საყურადღებო მოსაზრება ხელნაწერთა რაობისა და დათარიღების დაზუსტების თვალსაზრისით, ასევე, ზოგიერთი ხელნაწერის დეტალური და გაღრმავებული შესწავლის სურვილი სემიტოლოგთა ჩართვით, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.