სპეციალური აქცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური აქცია დაიგეგმა.
აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, 2021 წლის 24 მაისიდან – 2021 წლის 07 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის და/ან ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, ერთჯერადად გათავისუფლდებიან:
- პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურისგან სრულად;
- ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისგან 50%-ით.
აქციის პირობები:
პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
- არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პირველადი დოკუმენტის გაცემა);
- ფლობს პირადობის არაელექტრონულ (ძველი ტიპის) მოწმობას (თუნდაც მოქმედს);
- მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე;
ბიომეტრიულ პასპორტს, 50% შეღავათით მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
- არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
- ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს),;
მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე.