ნიუ – იორკში ემიგრანტებს ახალი კანონი დაიცავს

CNN – ის ინფორმაციით, ნიუ – იორკში, ადამიანის დასამცირებლად, შესავიწროებლად, ან დასაშინებლად, აიკრძალა ტერმინი „არალეგალი უცხოელი“(illegal alien).

ახალი კანონი გასულ კვირას მიიღეს და ის მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს დასცინებენ ინგლისური ენის კარგად არცოდნის გამო, ან შეშინების მიზნით, დისკრიმინაციის კუთხით, საემიგრაციო სამსახურით დაემუქრებიან. კანონის დამრღვევი შეიძლება 250 000 დოლარამდე დაჯარიმდეს.

როგორც ადამიანთა უფლებების საქალაქო კომისია იუწყება, ისინი ებრძვიან ქსენოფობიურ პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ემიგრანტების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები