ჰააგის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან ეროვნული ჰიმნი და ქართული ნაწარმოებები აჟღერდება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ჰააგის წმ. იაკობის სახელობის ტაძრის (Grote Kerk) სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი და სხვა ქართული ნაწარმოებები. 

26 მაისი ამგვარად ჰააგაში შარშანაც აღნიშნეს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  ჰააგის წმინდა იაკობის სახელობის ეკლესიის, სხეფენინგენის, ვორსხოტენის, ალფენ ან დენ რაინის, გრონინგენისა და ეინდჰოვენის ეკლესიების სამრეკლოებიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ჰიმნი და სხვადასხვა ჟანრისა თუ ეპოქის ქართული ნაწარმოებები ჟღერდა. მანამდე კი ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, ამავე სამრეკლოდან მისი ნაწარმოებები ჟღერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები