ვერტმფრენი “შავი პოლკოვნიკის” საფლავზე (გალერეა)
MI 24, რომელიც ლეგენდარული ქართველი მფრინავის, “შავი პოლკოვნიკის” – ჯიმი მაისურაძის სამარადისო განსასვენებელს დარაჯობს. საფლავი, რომელიც მემორიალურ სახეს ატარებს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთშია.
ჯიმი მაისურაძე აფხაზეთის ომში დაიღუპა საბრძოლო დავალების დროს. “შავი პოლკოვნიკის” სახელით ცნობილი მფრინავის იმედი ჰქონდა ყველა მებრძოლს, ვინც ფრონტის წინა ხაზზე სამშობლოს იცავდა.
რაც შეეხება საბრძოლო ვერტმფრენს MI-24 ს, ომის დასრულების შემდეგ თანამებრძოლების ინიციატივით, საფრენად უვარგისი ვერტმფრენის კორპუსი აღადგინეს და მფრინავის სამუდამო განსასვენებლის გვერდით მოათავსეს.
ლეგენდარული მფრინავის მისი შვილები დღემდე ქვეყნის სამსახურში არიან და მამის პროფესიას აგრძელებენ.
ფოტოები: Tabagari