კიდევ ერთი გაფრთხილება საქართველოს საელჩოსგან

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო მორიგ მიმართვას ავრცელებს:

„მეგობრებო, სატელეფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით (ძირითადად watsapp) მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან  სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

ამგვარი სმს- ების ქართული თარგმანიც ვრცელდება.

არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს. ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან.

დაიცავით წინა განცხადებებში აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები.

მშვიდობიან დღეს გისურვებთ.“ – ნათქვამია საელჩოს მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები