უცხოელთათვის ნორვეგიის საზღვრის კვეთა გამკაცრდა

ნორვეგიის საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მკვეთრად გამკაცრდა ნორვეგიის საზღვრის კვეთა უცხოელთათვის.

„რეგულაციების მიხედვით, ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ ნორვეგიის მოქალაქეებსა და ბინადრობის უფლების მქონე, ნორვეგიის მკვიდრ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

ამასთან, 9 მაისის დღის 12 საათიდან, ნებისმიერი პირი, რომელიც ნორვეგიის სამეფოში მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის ზონის არაწევრი  ქვეყნებიდან, ექვემდებარება 10 დღიან კარანტინს, სპეციალურ საკარანტინე სასტუმროში.“ – ნათქვამია ნორვეგიის საელჩოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები