ბრიტანეთის ორგანული ნაძვის ხეების ნაკრძალმა ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
საქართველოს საელჩოსა და ბრიტანეთში არსებული ორგანული ნაძვის ხეების ნაკრძალის – Magic of Foresters-ის ორგანიზებით, ბრომლიში გაიმართა ღონისძიება ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, რომელსაც საპატიო სტუმრების რანგში ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი, ბრომლის მერი და პარლამენტის წევრი ბობ სტუარტი.
Magic of Foresters აწარმოებს სხვადასხვა ჯიშის ნაძვებს, რომელთა შორის ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული ქართული ნაძვის თესლისგან წარმოებული ნაძვებია.
ღონისძიების ფარგლებში, საკვირაო სკოლისა და ბრიტანეთში პირველი ქართული სკოლის მოსწავლებმა დარგეს ქართული ჯიშის ნაძვის ხეები და გაეცნენ მათი წარმოების ისტორიას.