„შავნაბადას“ სააღდგომო საჩუქარი – “სააღდგომო ღვთისმსახურების” საგალობლების სასწავლო ალბომი

გამოვიდა ანსამბლ “შავნაბადას” მიერ მომზადებული “სააღდგომო ღვთისმსახურების” საგალობლების სასწავლო ალბომი.

აუდიო ალბომში შესული ნიმუშების მოსმენა შეგიძლიათ საქართველოს რადიო-ს პოდკასტის საშუალებით.

გამოცემაში წარმოდგენილი საგალობლები დაშლილია ხმებად და ერთვის სანოტო კრებულიც.

კრებულის ელექტრო ვერსიის გადმოსაწერად მიყევით ბმულს: https://cutt.ly/GvL49rl

შემსრულებელი – ანსამბლი Shavnabada • შავნაბადა

ხმის რეჟისორი – რამაზ ჭურაძე, ბაკო ხვიჩია;

სანოტო დანართის რედაქტორი – მალხაზ ერქვანიძე

ფოტო – გოგა ჩანადირი;

გამოცემა ვრცელდება უფასოდ!

იმისთვის, რომ საჩუქრად მიიღოთ ალბომის ბეჭდური ფორმა, საჭიროა გაიაროთ შემდეგი ეტაპები  –  “შავნაბადას” და საქართველოს რადიოს ფეისბუქის გვერდზე, შესაბამისი პოსტის ქვეშ, კომენტარის სახით უნდა დატოვეთ ინფორმაცია, რომელი გუნდის, ოჯახის, უნივერსიტეტის ან ანსამბლის წევრი ხართ, შემდეგ აუცილებია დაელოდოთ მათ პასუხს თქვენივე კომენტარზე და ალბომის მისაღებად ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11 დან 17 საათამდე, პასუხის მიღებიდან 3 დღის ვადაში მიბრძანდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საშვთა განყოფილებაში და მოიკითხოთ თქვენი საკუთარი აუდიო ალბომი.

ნებისმიერი სახის ჯგუფზე მხოლოდ ერთი კრებული გაიცემა.

„ყველაზე ღირებული საქმე ჩემ ცხოვრებაში ამ კრებულების გამოცემაა. არაფერი მიკეთებია მსგავსი კეთილი საქმე, რომელიც ღვთის, ერის, მუსიკისა და სიყვარულის ნიშანს ატარებს. ბედნიერი ვარ, რომ ქართული გალობის ეს ნაწილიც გამოვიდა. მადლობა ღმერთს, რომ მოგვეცა ამის საშუალება.

გიზიარებთ და წაიღეთ, იგალობეთ და მოგვიხსენეთ!“ – წერს “შავნაბადას” ხელმძღვანელი დათო ცინცაძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები