ტფილისური მარგალიტი: მელიქ-აზარიანცის სახლის ისტორია
ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი… 35 წლისა იყო, ქალიშვილი რომ შეეძინა, რომელსაც თაქუი დაარქვა, რაც ქართულად „დედოფალს“ ნიშნავს.
შესაძლოა თაქუი ერთადერთი ბავშვი არ იყო ოჯახში, მაგრამ მართლა დედოფალივით კი ექცეოდნენ. 22 წლისა იყო, როცა ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. გოგონა მძიმედ დაავადდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მელიქ-აზარიანცმა შემოსავლიანი სახლი სწორედ გარდაცვლილი ქალიშვილის სახელის უკვდავსაყოფად ააგებინა.
არქიტექტორმა, მელიქ-აზარიანცის პირადი ტრაგედიის გამო, სახლის ფასადი სამგლოვიარო გვირგვინებითა და ცრემლის ფორმის ფანჯრებით შეამკო……..
სახლის პროექტი პოლონელი წარმოშობის პეტერბურგელ არქიტექტორს, ნიკოლაი ობოლონსკის ეკუთვნოდა. მან კარგად იცოდა დამკვეთის პირადი ტრაგედიის შესახებ და ამადაც შეამკო შენობა სამგლოვიარო გვირგვინებითა და ცრემლის ფორმის ფანჯრებით. თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ეს ცრემლები კი არა, პეპლების ფრთებია.
იმასაც ამბობენ, სახლი თავდაპირველად სულ სხვაგვარად იყო ჩაფიქრებული და ობოლონსკიმ შენობის დეკორში ცვლილებები თაქუის გარდაცვალების შემდეგ შეიტანაო…
………………………..
ეკატერინე მიქარიძე ,,თანამგზავრი-საქართველო,,