საქართველოს საელჩოს რწმუნებულმა პოლონეთში დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

23 აპრილს  პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ნინო ბააკაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა პოლონეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრისას საუბარი შეეხო პოლონეთში ქართული დიასპორისათვის არსებულ მნივნელოვან საკითხებს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. განსაკუთრებულად აღინიშნა ქართული დიასპორის როლი საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საკითხში.
ყურადღება ასევე გამახვილდა საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით დაგეგმილ საგრანტო კონკურსებზე: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები