ერთი წლის განმავლობაში თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

“კარგ წიგნს ჰგავს ეს ქალაქი, ნებისმიერი მკითხველი რაღაცას იპოვის სათავისოდ “

2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. ნახეთ ვიდეორგოლი, სადაც მწერალი და ფოტოხელოვანი არჩილ ქოქიძე თბილისსა და მის ხასიათზე გვიამბობს. ვიდეორგოლზე Film Asylum-მა იმუშავა.

პროექტი “წიგნის მსოფლიო დედაქალაქი”, იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ 2001 წელს დააარსა. ის, ყოველ წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ხორციელდება. ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული და სახალხო პროგრამებისა და აქტივობების მიზანი, ყველა ასაკის მკითხველში წიგნის კითხვის წახალისება, ასევე, საგამომცემლო, საბიბლიოთეკო, მთარგმნელობითი და სხვა მომიჯნავე სფეროს განვითარების ხელშეწყობაა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები