იტალიაში საქართველოს საელჩომ ფლორენციაში მცხოვრები ემიგრანტებისათვის გასვლითი შეხვედრა გამართა 

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა, ჩრდილოეთ იტალიაში საქართველოს საპატიო კონსულის ხელშეწყობით, მორიგი გასვლითი საკონსულო მომსახურება გამართა ქალაქ ფლორენციაში.

საკონსულოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოსული მოქალაქეებისგან ჩაიბარეს საკონსულო მომსახურებებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის განცხადებები, ასევე ზოგიერთ მათგანს გაეწია სამართლებრივი კონსულტაცია.

“პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მიუხედავად, შეხვედრამ მაღალი აქტივობით ჩაიარა.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ შეხვედრაზე მოსულ საქართველოს მოქალაქეებს რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისთვის” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები