ინფორმაცია თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მ/წლის 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.

ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.

„ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

  1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
  2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00
  3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26
  4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები