საზღვარგარეთ მცხოვრები პატარა  ქართველი ემიგრანტები ქართული ენის შესახებ  (ვიდეო)

საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და თანამემამულე მოზარდებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი რიგი ღონისძიებები გამართა. მათ შორის, დედაენის დღის ფარგლებში, უცხოეთში არსებული ქართული საკვირაო სკოლებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსების მოსწავლეებმა, რომელთა შორისაა დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების სტუდენტები და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე – 87 წლის ჯინ ბლეიქმენი, მოამზადეს ძალიან ემოციური ვიდეო მიმართვები, სადაც ისინი გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებასქართული ენის მიმართ და საქართველოს დედაენის დღეს – 14 აპრილს ულოცავენ. 

ვიდეომიმართვები მოამზადეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედმა შემდეგი ქართული საკვირაო სკოლებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსების მოსწავლეებმა:

  • ავსტრიაში ქართულ ცენტრთან არსებული ქართული სკოლა „ივერიელი” (ვენა);
  • ავსტრიაში ქართულ სათვისტომოსთან არსებული დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა (ვენა);
  • ქართული მემკვიდრეობის ფონდთან არსებული საკვირაო სკოლა;
  • ქალაქ კარლსრუეს ქართული საკვირაო ბაღი და სკოლა „ფესვები“;
  • დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლა (ლონდონი);
  • ქალაქ მადრიდის ქართული საკვირაო სკოლა „ბეღურა“;
  • ასოციაციასთან – „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“ არსებული საკვირაო სკოლა (ალიკანტე);
  • ქართული კულტურის ცენტრთან -„EuroGeorgia-Barcelona’’ არსებული საკვირაო სკოლა (ბარსელონა);
  • ქალაქ ბარსელონას წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლა;
  • ქალაქ ტალინში არსებული ქართული საკვირაო სკოლა მზიური“;
  • ბეიქოზი-ბათუმის ქართული კულტურის საზოგადოების საკვირაო დედაენის კურსები;
  • დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება;
  • ასოციაციასთან – „ქართული სახლი” არსებული საკვირაო სკოლა „თამარიონი” (მილანი);
  • ქალაქ ათენის ბერძნულ-ქართულ ასოციაციასთან არსებული დავით გურამიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა;
  • ქალაქ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრთან – ,,კავკასია’’ არსებული საკვირაო სკოლა;
  • ქაქლაქ ათენის ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრთან – „არმაზი“ არსებული საკვირაო სკოლა;
  • ასოციაციასთან -„ქართველები საფრანგეთში” არსებული საკვირაო სკოლა (გრენობლი);
  • ქართველთა კულტურის კერასთან – ,,ლაზი’’ არსებული „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სკოლა’’ (პარიზი);
  • ასოციაციასთან „თამარიონნი“ არსებული ქართული საკვირაო სკოლა (პარიზი);
  • ქართული საქველმოქმედო სათვისტომო „ივერია”-სთან არსებული საკვირაო სკოლა;
  • ქალაქ კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერიელი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები