„Al Sharq“-ში კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა

კატარში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 11 აპრილს, კატარის გავლენიან გამოცემა Al Sharq-ში გამოქვეყნდა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30️ წლის იუბილეს და საქართველოს და კატარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 2️8️ წლისთავს ეძღვნება.

„ინტერვიუში ელჩი საუბრობს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებულ მოვლენებზე; დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე; კატარი-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე; ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე; დოჰას სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა Agritech 2021- ში 15 ქართული კომპანიის მონაწილეობაზე; საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და  კატართან ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.“ – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები