რევაზ დავითაძემ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა
რევაზ დავითაძემ მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.
მან (89 კგ.) ატაცში 166/171 დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსანმა აკვრაში 198/203 კილოგრამს გაართვა თავი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდში კი 374 კილოგრამით მეორე ადგილს დასჯერდა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისათვის 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.