მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამაში მონაწილეობისათის განაცხადების მიღება 4 აპრილამდე გრძელდება 

2021 წლის 16 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აცხადებს დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას. 

აღნიშნული პროგრამის მიზანია ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს გრანტების გაცემას, ასევე, პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

პროგრამის ფარგლებში, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, დაფინანსდება 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც ახალი საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში.  გრანტის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 4 000 ლარს.

განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში გაგრძელდება 2021 წლის 4 აპრილის ჩათვლით.

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.  N15ა;
  • ქ. გორი, სამების ქ. N1;
  • ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
  • ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
  • ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@idp.gov.ge

დამატებითი ინფორმაციის მიღების/შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 0322140242.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები