“უკრაინელი ფოტოგრაფების თვალით დანახული საქართველო” – ფოტოგამოფენა ოდესის ქართულ კულტურის ცენტრ “ივერიაში” გაიმართება 

ოდესის ქართული კულტურის ცენტრი “ივერია” უკრაინელი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. უკრაინელი ფოტოგრაფები საქართველოში 2019 წელს, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის მოწვევით იმყოფებდნენ.

ღონისძიება ტარდება საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით. მოწვეულნი არიან ოფიციალური პირები. ფოტოგამოფენას გააშუქებს ქალაქის სატელევიზიო არხები.

,,ეს იყო უნიკალური მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ამ ულამაზესს ქვეყანაში. მოვიარეთ თბილისი, მცხეთა, ჯვარი, კახეთი, ყაზბეგი, თელავი, ყვარელი, ბორჯომი, ახალციხე, აჭარა, სამეგრელო, მარტვილის კანიონი. გამოვიარეთ სამხედრო გზა, მოვინახულეთ უძველესი ტაძრები, დავაგემოვნეთ საუკეთესო ქართული ღვინო, და, რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო, კერძები. ყოველ დღე გვქონდა საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრები. ყოველმა ჩვენგანმა ამ ნამუშევრებში საკუთარი თვალით დანახული საქართველო ასახა.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები