ვენაში მოღვაწე ქართველმა ხელოვანებმა ემიგრანტებისათვის ვიდეოკონცერტი გამართეს
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პროექტის – „ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ვიდეო-კონცერტები“ ფარგლებში, 26 თებერვალს გაიმართა მორიგი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა და ფლეიტისტმა თემო ხარშილაძემ.
ვიდეო-კონცერტზე, რომელიც სპეციალურად “Gustav Ignaz Stingl”-ის საფორტეპიანო გალერეადან გადაიცემოდა ონლაინ რეჟიმში, ქართველმა ხელოვანებმა შეასრულეს ჩარლზ-მარი ვიდორის სუიტა ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს პროექტი „ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ვიდეო-კონცერტები“ მიზნად ისახავს კოვიდ-19 პანდემიით შექმნილ რთულ ვითარებაში მყოფი ქართველი ხელოვანების ხელშეწყობას და ფართო აუდიტორიისათვის მათი შემოქმედების წარდგენით ქართული კულტურისა და სამუსიკო ხელოვნების გაცნობას.
პროექტით გათვალისწინებული შემდეგი ვიდეო-კონცერტების თარიღი წინასწარ განთავსდება საქართველის საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე, სადაც დაინტერესებულ თანამემამულეებს და ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა ექნებათ, Facebook LIVE-ის რეჟიმში იხილონ ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების სხვადასხვა ჟანრის კონცერტები.
[პიანისტ ქეთევან სეფაშვილისა და ფლეიტისტ თემო ხარშილაძეს ვიდეო-კონცერტის ჩანაწერი]