ინფორმაცია ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნის სრული ჩაკეტვა ა.წ. 1 თებერვლამდე გაგრძელდება. ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული ყველა შეზღუდვა.
ცვლილება შეეხო საზღვრის კვეთის რეგულაციას, რომელიც მოქმედებაში 23 იანვრიდან შევა. ისრაელში ჩამომსვლელს თან უნდა ჰქონდეს მაქსიმუმ 72 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის ცნობა.