“ბავშვი ემიგრანტი” – ქართველი ემიგრანტის ფილმს ავსტრიაში უჩვენებენ
შაბათს, 16 იანვარს, ავსტრიაში ქართული ცენტრის ფეისბუქგვერდზე გაიმართება დავით ჭელიძის ფილმის – „ბავშვი ემიგრანტის” ონლაინჩვენება. დავით ჭელიძე ოჯახთან ერთად 4 წელი ცხოვრობდა ავსტრიაში და ფილმიც ავსტრიაშია გადაღებული. “ბავშვი ემიგრანტის” მთავარი თემა არის მიგრაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის.
ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ, ავტორებთან ერთად, გაიმართება განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატით. ონლაინჩვენება გაიმართება ავსტრიის დროით 18 საათზე.
“გელოდებით ყველას და განსაკუთრებით ემიგრანტ ბავშვებსა და მოზარდებს. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მათი აზრი და მათი თვალით დანახული ცხოვრება ემიგრაციაში” – ამბობენ კინოჩვენების ორგანიზატორები