ავიაკომპანია Armenia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება
„AviaNews” – ის ინორმაციით, რამდენიმე თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ სომხური ავიაკომპანია Armenia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული იანვრის ფრენების განრიგიდან ირკვევა ერევანი – თბილისი – ერავანის საჰაერო ხაზზე Aircompany Armenia ფრენებს 5-დან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებს.
გამორიცხული არ არის ავიაკომპანიამ რეისები 15 იანვრის შემდეგაც განახორციელოს.
5-8-10-13-15 იანვარს, ერევანი-თბილისი-ერევანის საჰაერო ხაზზე Aircompany Armenia ფრენებს 10 სიხშირით შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ Aircompany Armenia მგზავრებს როგორც ერევანი-თბილისის, ასევე თბილისი ერავანის მიმართულებაზეც მოემსახურება.
ერევნის და სხვადასხვა ტრანიზტულ მიმართულებებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებგვერდიდან.
სომხური ავიაკომპანია Aircompany Armenia -ს ერთ – ერთი დამფუძნებელი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways- ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილია.