უცხოეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისათვის ონლაინსემინარი გაიმართა
26 დეკემბერს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისათვის ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე : “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები”. სემინარი ავსტრიაში ქართული სათვისტომოსა და დიანა ჭეშურაშვილის ინიციატივით გაიმართა.
სემინარში მონაწილეობა 50 ადამიანზე მეტმა მიიღო, ჩართვაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები.
აფხაზეთი – იქ არსებული მატერიალური კულტურის ბედი,საშიშროება ამ კულტურული ძეგლების დაკარგვისა.
ცხინვალი – არსებული სიტუაცია , შიშის ზონები,ადამიანთა გატაცებები,ბორდერიზაცია დღემდე.
სემინარს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ომარ არდაშელია.