ინფორმაცია ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 27  დეკემბრის 17:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. შეზღუდვეbი ძალაში 2021 წლის 09 იანვრამდე დარჩება.

დაიხურება:

  • რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები,
  • სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები. აკრძალულია:
  • საცხოვრებელი სახლიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება.
  • შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს შეადგენს.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-ით შეიზღუდება.
  • ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება.
  • შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.
  • საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ ემსახურებიან მოქალაქეთა მიღებას, შეწყვეტენ მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები