ინფორმაცია იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის
საქართველოს საელჩო იტალიაში, მალტის რესპუბლიკასა და სან-მარინოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ერთ – ერთ შეზღუდვის მიხედვით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე/დასვენების დღეებად.
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური ამ პერიოდში მოქალაქეთა მომსახურებას შემდეგ შემთხვევებში განახორციელებს:
- ბუნებრივი კატასტროფა;
- ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
- საქართველოს მოქალაქის დაბადება (დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა);
- საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება ;
- სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა);
- საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა.