ინფორმაცია გაერთიანებულ სამეფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 16 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე ესექსისა და ჰერდფორდშირის საგრაფოების ნაწილში „კოვიდ – განგაშის“ მესამე, „ძალიან მაღალი“ დონე იქნება შემოღებული.

მესამე, „ძალიან მაღალი“ დონე, შემდეგ შეზღუდვებს მოიცავს:

  • აკრძალულია დახურულ და ღია სივრცეში ოჯახების შერევა, გამონაკლისია ე. წ. „მხარდამჭერი წრის“ წევრები. მხოლოდ საჯარო ღია სივრცეშია დაშვებული არაუმეტეს 6 პირის შეკრება;
  • სექტორი, სადაც სტუმრების მიღება ხდება იხურება;
  • ორგანიზაციები, სადაც ეს შესაძლებელია, გადადიან ონლაინ მუშაობაზე;
  • ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი (გარდა ჯგუფური აქტივობებისა), გასართობი (გარდა დახურულისა) ღიაა;
  • დაუშვებელია სპორტული, ცოცხალი შესრულების და ბიზნეს ღონისძიებების ჩატარება;
  • პირმა არ უნდა დატოვოს ის ზონა, სადაც „ძალიან მაღალი“ დონის შეზღუდვები მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები